ღვინის თემატიკაზე მომუშავე გიდებმა გადამზადება გაიარეს. მომსახურეობის ხარიხის ამაღლების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 30 გიდს სწავლება ჩაუტარდა. ტრენინგი „ღვინის გიდი“ ორ ეტაპად გაიმართა. თეორიული ნაწილი თბილისში, ხოლო პრაქტიკული კახეთში, სხვადასხვა მარნებში ჩატარდა. ორკვირიანი სწავლება შემდეგ თემატიკას მოიცავდა: ღვინის და ვაზის ისტორია,
ღვინის კლასიფიკაცია, ღვინის დაყენება და მათი მეთოდები, სწორი დაგემოვნების უნარ-ჩვევები, რა არის დეგუსტაცია, დეგუსტაციის მნიშვნელობა, მართვა, დაგეგმვა და სერვირება და ა.შ.
ტესტირების შემდეგ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ.