გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. ბოლო დღეს, უცხოელი სტუმრები სტეფანწმინდას ეწვივნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ესპანეთში საქართველოს ელჩმა ზურა პოლოლიკაშვილმა დელეგატებს ყაზბეგის ტურისტული პოტენციალი დაათვალიერებინეს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტალებ რიფაი და საფრანგეთის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი გერგეტის სამებაზე იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით საქართველოს სამთო ტურიზმის უდიდესი პოტენციალი აქვს.
“საქართველოში ვიზიტით მე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მივიღე. ეს არტის ქვეყანა ლამაზი ბუნებით, საოცარი მთებით, უგემრიელესი კერძებით, შესანიშნავი ღვინით და ლამაზი ხალხით. ყოველივე ეს დაუვიწყარ მოგონებებს ტოვებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს. მე ვისურვებდი, რომ ახლა მთელი მსოფლიო ჩემთან ერთად იყოს და ჩემთან ერთად ეზიაროს ამ საოცარ შთაბეჭდილებებს. მომავალში ვეცდები საქართველოში მილიონ ადამიანთან ერთად ჩამოვიდე.” – განაცხადა ტალებ რიფაიმ.