ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია, გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ,,IMEX 2017“ საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად წარმოდგენილ იყო შემდეგი კერძო კომპანიები: BTL Georgia, Caucasus Travel; GT-GROUP; VOYAGER; SHERATON METECHI PALACE; VISITGEORGIA; TRAVELSHOP; CAPITAL GEORGIA TRAVEL; GRATA DMC; MIMINO Travel; Marco Polo Hotel.
ფრანკფურტის გამოფენაზე საქართველოს სტენდთან მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ჩირი. ,,IMEX 2017“-ზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ მოეწყო პრეზენტაცია. 3 დღის განმავლობაში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ქართულმა კომპანიებმა გამოფენის ფარგლებში 450-ზე მეტი შეხვედრა გამართეს.