მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო ონლაინგამოცემების ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებს და ვიდეორგოელებს მოამზადებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქარველოს „BBC Travel-ის, Conde Nast-ის, Essenc-ის, Getaway-ის და Fly Brother-ის ჟურნალისტები ეწვივნენ. ინფოტურის ფარგლებში ბრიტანელმა და ამერიკელმა ჟურნალისტებმა საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ადგილები დაათვალიერეს. ორკვირიანი პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა სტეფანწმინდა, მესტია, უშგული, ბათუმი, ბორჯომი რაბათი და ვარძია მოინახულეს. უცხოელი ჟურნალისტები ეწვივნენ სამეგრელოს, მთიან აჭარას და კახეთს. ტურის დასრულების შემდეგ სამოგზაურო პორტალი „Fly Brother“ საქართველოს შესახებ ვრცელ სიუჟეტს მოამზადებს, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ქართულ კულტურაზე, თბილისის ღამის ცხოვრებაზე და საქართველოს ტურისტულ მარშრუტებზე გაკეთდება.