ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბაქოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ქუთაისის მერია, „Sairme hotels and resorts,“ „Sheraton Batumi“ და „Divan Hotel.“
ბაქოს საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ მოინახულეს და გამოფენის ქართველ მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
3 დღიანი გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ჩირი და გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.
ბაქოს საერთაშორისო გამოფენაზე „AITF 2017“ მსოფლიოს 22 სახელმწიფოდან 272 კომპანია იყო წარმოდგენილი.