საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ რუსეთის მაღალრეინტინგული ტელეკომპანია „U“ გადაცემების ციკლს ამზადებს, რომელსაც ცნობილი ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა უძღვება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტელეკომპანია „U“-ს გადამღები ჯგუფის წევრებმა თბილისი, მცხეთა, ბათუმი და სიღნაღი მოინახულეს და ტურისტული ღირსშესანიშნაობები გადაიღეს. ტელეწამყვან ანფისა ჩეხოვას მონაწილეობით 4 ოცდაათ წუთიანი გადაცემა მომზადდება, რომელსაც ტელეკომპანია „U“-ს მილიონობით მაყურებელი იხილავს. გადამღები ჯგუფის წევრებს სიღნაღში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. ტელეკომპანია „U“ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არხია, ტელეკომპანიის 60 მილიონი მაყურებელი ჰყავს.