პოპულარული შვედური ტელეკომპანია SVT საქართველოს შესახებ სიუჟეტების ციკლს ამზადებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შვედური ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფისთვის საქართველოში პრესუტრი მოეწყო. ჟურნალისტებმა თბილისი, ანანური, ყაზბეგი, გორი, მცხეთა, თელავი, ომალო და დართლო დაათვალიერეს. SVT-ის ჟურნალისტენი საქართველოს ტურისტული მიმართულების და ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ ოთხ რესპორტაჟს მოამზადებენ. სიუჟეტები SVT-ს სამოგზაურო გადაცემაში „Go Kväll“-ის ეთერით გადაიცემა და მილიონზე მეტი მაყურებელი იხილავს. თბილისში შვედ ჟურლალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა, დედაქალაქის ცენტრში SVT-ის წარმომადგენლებს თბილისის არქიტექტურისა და კულტურის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა გაუწია გიდობა.