პოპულარული რუსული ტელეკომპანია „мужской канал“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებს. ყოველკვირეული სატელევიზიო პროექტი „Мировой вояж“-ს სამკაციანი გადამღები ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფებიან. 5 დღიანი პრესტურის ფარგლებში სამოგზაურო გადაცემის წევრებმა დაათვალიერეს და გადაიღის თბილისის ისტორიული უბნები, სიღნაღი, ყვარელი, წინანდალი, მცხეთა, გუდაური და ბორჯომი. ტელეკომპანია „мужской канал“ საქართველოს შესახებ ორ 13 წუთიან სიუჟეტს მოამზდებს, მთავარი თემებია: ქართული ღვინო და სამზარეულო, საქართველოს სამკურნალო და სამთო-სათხილამურო კურორტები. გადაცემის აუდიტორია 27 მილიონს აჭარბებს. ეთერში გასვლის შემდეგ საქართველოს შესახებ სიუჟეტები ტელეკომპანიის ინტერნეტგვერდზე განთავსდება.