ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს ესტუმრნენ. პრესტურის ფარგლებში ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, უფლისციხე, წყალტუბო, ქუთაისი, სამეგრელო და სვანეთი მოინახულეს. პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ. გიორგი ჩოგოვაძე: “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და “ვიზ ეარის” ერთობლივი ორგანიზებით დღეს საქართველოში ევროპელ ჟურნალისტებს ვმასპინძლობთ”.