პირველად საქართველოში, ბლუზის საერთაშორისოფესტივალი „„BLUES&WINE – BlUES VILLAGE ტარდება. კომპანია „BlUES VILLAGE„ დაKOKA & T. BLUES MOB ერთობლივი პროექტია, რომელის ფარგლებშიც ლაგოდეხის ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 კონცერტი ( ივნისი- სექტემბერი) ჩატარდება. ფესტივალი „BLUES&WINE„ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
KOKA & T. BLUES MOB 1998 წელს მუსიკოს – კოკა ცქიტიშვილის მიერ ჩამოყალიბდა. ბენდის რეპერტუარი მოიცავს, ბლუზის, როკის, ჯაზის & სოულის ელემენტებს, საკუთარ იმპროვიზაციულ ვერსიებს. ბენდი დიდი წარმატებით მოღვაწეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: დანია, გერმანია, შვედეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ტაილანდი, რუსეთი, ნორვეგია, ესპანეთი. მონაწილეობა აქვს მიღებული როკის და ბლუზის, ჯაზის დიდ ფეტივალებში.
პროექტის მიზანს წარმოადგენს, ბლუზის ( მუსიკალური ჟანრის) პოპულარიზაცია, რომელიც იქნება ერთგვარი დღესასწაული ქართველი მელომანებისთვის. დამწყები მუსიკოსებისთვის გაიმართება მასტერკლასები, მოეწყობა „ After party`ღონისძიების ფორმატი მოიცავს: ღიაცისქვეშ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სამი თვის განმავლობაში ( დასვენების დღეები) მელომანებისთვის ხარისხიანი ბლუზის კომპოზიციების შეთავაზებას სხვადასხვა ქვეყნის ბლუზმენების?მუსიკოსების შესრულებით.