ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაციის, კლუბ ენდუროს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გუდაურში ექსტრემალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა როგორც ქართველმა ასევე უცხოელმა ექსტრემალებმა მიიღეს. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრი გაიმართა: მოტო კროსი მოზარდებსა და ბავშვებს შორის (ენდურო და კროსს ტიპის, სამთო მოტოციკლეტებით) კვადროციკლების და ველოსიპედების შეჯიბრი, ასევე სხვადასხვა შოუ.