25 ივნისიდან ლიბანური ავიაკომპანია Wings of Lebanon ბეირუთიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ახალ ავიარეისებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ავიაკომპანია ,,Wings of Lebanon’’-ის და საქართველოში მისი გაყიდვების ოფიციალური აგენტის ტურისტული კომპანია ,,voyager’’-ის მხარდაჭერით ლიბანიდან საქართველოში ფართომასშტაბიანი გაცნობითი ტური მოეწყო. ინფოტურის ფარგლებში საქართველოს ლიბანური ტურისტული სააგენტოს 130 და მედიის 20 წარმომადგენელი ესტუმრა. ინფოტურისმონაწილეებმა თბილისი და ბათუმი დაათვალიერეს. ლიბანელ ჟურნალისტებსა და ტუროპერატორებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. სტუმარებისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაცია მოაწყო.
ავიაკომპანია ,,Wings of Lebanon’’ -ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა კომპანია ,,Chanel Georgia’’-ს ინიციატივას უკავშირდება. ავიაკომპანია თბილისისა და ბათუმი მიმართულებით Boeing B737-ის ტიპის ლაინერით კვირაში ოთხ რეისს შეასრულებს.