ტურიზმის 2017 წლის მაისის თვის სტატისტიკა

 

2017 წლის იანვარი – მაისის თვის მონაცემებით საქართველოს 2,329,677 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +9.7%-ია. მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 981,668 შეადგინა (ზრდა +25%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+5.6%), სომხეთიდან (+13.2%), თურქეთიდან (-17.8%), რუსეთიდან (+22.1%) და ირანიდან (+224%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – მაისში გამოირჩნენ ნიდერლანდები +34%, გერმანია +27%, საფრანგეთი +27%, გაერთიანებული სამეფო +22% და პოლონეთი +21%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +224%, უზბეკეთი +192%, ინდოეთი +123%, ისრაელი +55% და ჩინეთი +40%.

ქვეყანა 2016: 5 თვე 2017: 5 თვე ცვლილება ცვლილება %
1 აზერბაიჯანი 571,013 602,840 31,827 5.6%
2 სომხეთი 445,375 504,112 58,737 13.2%
3 თურქეთი 525,353 431,833 -93,520 -17.8%
4 რუსეთი 303,963 371,102 67,139 22.1%
5 ირანი 25,553 82,804 57,251 224.0%
6 უკრაინა 53,833 64,703 10,870 20.2%
7 ისრაელი 20,586 31,897 11,311 54.9%
8 ინდოეთი 9,490 21,136 11,646 122.7%
9 გერმანია 11,489 14,556 3,067 26.7%
10 ყაზახეთი 11,813 14,004 2,191 18.5%

მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 142 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 302,473-ს შეადგენს. 3,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 9 ქვეყნიდან, ჯამში 285,199 (მთლიანი ზრდის 85%).

ქვეყანა 2017: 5 თვე ზრდა 2017: 5 თვე წილი მთლიან ზრდაში (%)

რუსეთი

67,139

22%

სომხეთი

58,737

19%

ირანი

57,251

19%

აზერბაიჯანი

31,827

11%

ინდოეთი

11,646

4%

ისრაელი

11,311

4%

უკრაინა

10,870

4%

უზბეკეთი

6,351

2%

გერმანია

3,067

1%

სხვა

44,274

15%

რაც შეეხება, მიმდინარე წლის მაისის თვეს, საქართველოს 552,958 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.7%-ით მეტია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 245,403 საერთაშორისო ვიზიტორი გაჩერდა (ზრდა +19.6%).

2017 წლის მაისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+8.5%), სომხეთიდან (+8.9%), თურქეთიდან (-24.4%), რუსეთიდან (+16.8%) და ირანიდან (+212.1%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მაისში გამოირჩნენ ავსტრია +68%, ნიდერლანდები +31%, საფრანგეთი +20%, იტალია +18% და გაერთიანებული სამეფო +14%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +212%, უზბეკეთი +206%, ინდოეთი +78%, ჩინეთი +70% და ისრაელი +41%.

2017 წლის მაისის თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 124 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 64,574-ს შეადგენს. 1,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 8 ქვეყნიდან, ჯამში  ამ ქვეყნებიდან ზრდა 54,713-ია (მთლიანი ზრდის  85%).

ქვეყანა 2017: მაისი ზრდა 2017: მაისი წილი მთლიან ზრდაში (%)

რუსეთი

14,206

22%

ირანი

11,515

18%

სომხეთი

9,872

15%

აზერბაიჯანი

9,491

15%

ისრაელი

3,876

6%

უკრაინა

2,692

4%

ინდოეთი

2,061

3%

უზბეკეთი

1,000

2%

სხვა

9,861

15%

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.

ვრცელი მიმოხილვისთვის იხილეთ შემდეგი ბმული.
დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X