ტურიზმის 2017 წლის ივლისის თვის სტატისტიკა

 

2017 წლის იანვარი – ივლისის თვის მონაცემებით საქართველოს 3,978,657 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +16.8%-ია.

მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 1,829,331 შეადგინა (ზრდა +30.2%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+8.7%), სომხეთიდან (+18.3%),  რუსეთიდან (+35.9%), თურქეთიდან (-12.9%),და ირანიდან (+169.5%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – ივლისში გამოირჩნენ ავსტრია +52%, ნიდერლანდები +39%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +29% და საფრანგეთი +26%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან იორდანია +398%, ლიბანი +318%, საუდის არაბეთი +218%, ქუვეითი +185%, ირანი +170% და უზბეკეთი +138%.

 

 

ქვეყანა

2016: იანვარი – ივლისი 2017: იანვარი – ივლისი ცვლილება  

ცვლილება %

1  

აზერბაიჯანი

854,111 928,170 74,059  

8.7%

2  

სომხეთი

719,739 851,759 132,020  

18.3%

3  

რუსეთი

534,364 726,216 191,850  

35.9%

4

 

თურქეთი

771,852 672,363 -99,489  

-12.9%

5  

ირანი

61,450 165,605 104,155  

169.5%

6  

უკრაინა

93,281 110,275 16,994  

18.2%

7  

ისრაელი

46,440 66,469 20,029  

43.1%

8  

ყაზახეთი

27,132 32,206 5,074  

18.7%

9  

ინდოეთი

15,664 31,468 15,804  

100.9%

10  

პოლონეთი

23,794 28,495 4,701  

19.8%

მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 149 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 674,753-ს შეადგენს. 6,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 11 ქვეყნიდან, ჯამში 590,862 (მთლიანი ზრდის 88%).

 

ქვეყანა

2017: 7 თვე ზრდა  

2017: 7 თვე წილი მთლიან ზრდაში (%)

 

რუსეთი

191,850  

28%

 

სომხეთი

132,020  

20%

 

ირანი

104,155  

15%

 

აზერბაიჯანი

74,059  

11%

 

ისრაელი

20,029  

3%

 

უკრაინა

16,994  

3%

 

საუდის არაბეთი

16,806  

2%

 

ინდოეთი

15,804  

2%

 

გერმანია

6,635  

1%

 

უზბეკეთი

6,480  

1%

 

ბელარუსი

6,030  

1%

 

სხვა

83,891  

12%

 

რაც შეეხება, მიმდინარე წლის ივლისის თვეს, საქართველოს 982,487 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +28.5%-ია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 519,349 საერთაშორისო ვიზიტორი გაჩერდა  (ზრდა +32.9%).

2017 წლის ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან (+60.4%), სომხეთიდან (+25.4%),  აზერბაიჯანიდან (+13.8%), თურქეთიდან  (+0.6%) და ირანიდან (+85.8%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივლისში გამოირჩნენ ნიდერლანდები +43%, გაერთიანებული სამეფო +34%, გერმანია +33% და საფრანგეთი +33%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ლიბანი +579%, იორდანია +373%, საუდის არაბეთი +254%, ქუვეითი +207%, ირანი +86% და აშშ +65%.

2017 წლის ივლისის თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 134 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 219,628-ს შეადგენს. 2,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 11 ქვეყნიდან, ჯამში  ამ ქვეყნებიდან ზრდა 198,874-ია (მთლიანი ზრდის  91%).

 

ქვეყანა

2017: ივლისი ზრდა  

2017: ივლისი წილი მთლიან ზრდაში (%)

 

რუსეთი

82,515  

38%

 

სომხეთი

42,320  

16%

 

აზერბაიჯანი

23,085  

11%

 

ირანი

20,681  

9%

 

საუდის არაბეთი

12,108  

6%

 

ისრაელი

4,032  

2%

 

უკრაინა

3,675  

2%

 

ბელარუსი

2,941  

1%

 

ა შ შ

2,927  

1%

 

ქუვეითი

2,337  

1%

 

იორდანია

2,253  

1%

 

სხვა

20,754  

9%

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.

ვრცელი მიმოხილვისთვის იხილეთ შემდეგი ბმული.

დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე.

 

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X