სტუდენტური კონფერენცია პრეზენტაცია უმაღლეს სასწავლებლებში

 

მე-3 საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებთან შეხვედრებს მართავს. კონფერენციის შესახებ პრეზენტაცია კავკასიის ტურიზმის სკოლაში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოეწყო.
კონფერენცია 2017 წლის 27 აპრილს ჩატარდება თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უცხოეთში და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე პროფესიულ სასწავლებლებსაც. ნაშრომი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ რვა სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულებას:
მნიშვნელოვანი თარიღები:
15 მარტი– თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა. მოცულობა – 1-2 გვერდი.
20 მარტი- მომდევნო ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება.
5 აპრილი- ნაშრომების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი.
20 აპრილი-შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა.
27 აპრილი- პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა.
სტუდენტები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებულები. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოველწლიურ მიმოხილვასთან ერთად კრებულში სახელწოდებით “ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. კონფერენციის შედეგად მოხდება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი გათვალისწინება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით.
თეზისები და საბოლოო ნაშრომები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
tourismconference@gnta.ge

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X