მასშტაბური მარკეტინგული კამპანია სკანდინავიის ქვეყნებში

 

სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში მარკეტინგული კამპანია გამართა. საქართველოს ტურისტული მიმართულების გაცნობის მიზნით კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში სპეციალური პრეზენტაციები მოეწყო. ღონისძიებებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კერძო კომპანიებიც მონაწილეობდნენ: ჯორჯია ვანდერსი; „ვიზიტ ჯორჯია“; კავაკასუს თრეველი; ლოპოტა და საერთაშორისო ავიაკომპანია ატლას გლობალი.
ერთი კვირის განმავლობაში სკანდინავიის სახელმწიფოების დედაქალაქებში ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა. ღონისძიების მიზანია საქართველოში ტურისტების მოზიდვა დანიიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან. ღონისძიებები სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან თანამშრომლობით გაიმართა.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X