ევროკავშირის მოქალაქეების წილი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაში იზრდება

 

2017 წლის იანვარი – აპრილის თვის მონაცემებით საქართველოს 1,776,719 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.1%-ია. მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 736,265 შეადგინა (ზრდა +26.9%).

საერთაშორისო მოგზაურებს შორის კვლავ მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ, მათზე მთლიანი შემოსვლების 82.6% მოდის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტორთა შორის მზარდია ევროკავშირის ქვეყნების (გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით) მოქალაქეთა რაოდენობაც.

ევროკავშირის ქვეყნები 2013 2014 2015 2016 2017 ცვლილება ცვლილება %
იანვარი 7,081 7,810 7,660 8,513 10,673 2,160 +25.4%
თებერვალი 7,598 8,882 9,243 10,361 12,235 1,874 +18.1%
მარტი 10,897 12,142 15,095 14,489 15,860 1,371 +9.5%
აპრილი 13,760 17,300 18,489 18,161 26,305 8,144 +44.8%
სულ 39,336 46,134 50,487 51,524 65,073 13,549 +26.3%

 

იანვარ-აპრილში საქართველოს 65,073 ევროკავშირის მოქალაქე  საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +26.3 %-ია. ზრდის კუთხით, იანვარ – აპრილში გამოირჩნენ გერმანია +43%, პოლონეთი +30%, საფრანგეთი +30%, გაერთიანებული სამეფო +26% და ლიტვა +25%.

შედეგად, ოთხი თვის მონაცემებით ევროკავშირის მოქალაქეების წილი 3.2%-დან 3.7%-მდე გაიზარდა.

მნიშნველოვანი ფაქტორია ისიც, რომ ევროკავშირის მოქალაქეების უმეტესობა ტურისტული მიზნებით მოგზაურობს საქართველოში.

2016

(4 თვე)

2017

(4 თვე)

ცვლილება ცვლილება % წილი %
24 საათი და მეტი (ტურისტი) 46,431 59,317 12,886 27.8% 91.2%
ერთდღიანი ვიზიტი 3,461 4,021 560 16.2% 6.2%
ტრანზიტი 1,632 1,735 103 6.3% 2.7%
სულ 51,524 65,073 13,549 26.3% 100.0%

 

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.

დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X